ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

Falling Walls Lab Tbilisi
7 September 2017

ქართველი ინოვატორების საყურადღებოდ: წარმოადგინეთ თქვენი იდეა Falling Walls Lab Tbilisi - ის კონკურსზე, დაარწმუნეთ ჟიური და მოიპოვეთ ბერლინის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება.

The Falling Walls Lab არის ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ მეცნიერებს, მეწარმეებს და პროფესიონალებს შორის.

ფორუმში მონაწილეებს საშუალება ეძლევათ საკუთარი სამეცნიერო კვლევის მიღწევები, ინოვაციური ბიზნეს იდეები ან სხვა ტიპის ინიციატივები წარადგინონ მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე, რომელსაც ევროპის წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისგან და წარმატებული ბიზნესმენებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.

Falling Walls Lab Tbilisi გაიმართება 30 სექტემბერს ტექნოპარკში. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პარტნიორს ქართული უნივერსიტეტებიდან საქართველოს უნივერსიტეტი წარმოადგენს. ასევე, შესარჩევნი ჟიურის ერთ-ერთი წევრი საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის დირექტორი ბ-ნ კახაბერ თავზარაშვილია.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://goo.gl/v91h6s

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი